სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლად იური აიკინი დანიშნა. შესაბამის განკარგულებას, რომელიც რუსეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აწერს ხელს.
3 აპრილს პუტინმა განაცხადა, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში მიმდინარე წლის ბოლომდე, მისი განკარგულებით, რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობა გაიხსნება. რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობა სოხუმში უნდა გაიხსნას.