სეპარატისტულ აფხაზეთში დღეს სამხედრო წვრთნა ჩატარდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, წვრთნა "მოწინააღმდეგის სამხედრო-საზღვაო დესანტის გადმოსხმის მოგერიებას ემსახურებოდა".
"წვრთნა ოჩამჩირის რაიონში მდებარე ნაგვალოუს პოლიგონზე მიმდინარეობდა, რომელშიც სამხედრო-საზღვაო ძალები, საარტილერიო დანაყოფები და ნაღმტყორცნელთა ბატალიონები მონაწილეობდნენ", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს: "სწავლების ლეგენდის თანახმად, მოწინააღმდეგე სამხედრო-საზღვაო დესანტის გადმოსხმას ცდილობდა, სამხედრო-საჰაერო ძალებმა პირველებმა მიიტანეს დარტყმა მოწინაღმდეგის პირობით კატერებზე, ამის შემდეგ კი ბრძოლაში სამხედრო ვერტმფრენები ჩაერთვნენ. მანევრებს გენერალ ლეიტენანტი ვლადიმერ ანუა ხელმძღვანელობდა", _ უწყება აფხაზური მხარე.
სავარაუდოდ, აფხაზურმა "არმიამ" წვრთნის ბოლოს ამ უთანასწორო ბრძოლაში "მოწინაღმდეგის დესანტზე" გამარჯვება მოიპოვა.