ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი ეუთოს საქართველოს ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოქცევაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ სეპარატისტთა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა ეუთოს უმაღლეს კომისართან ეროვნული უმცირესობის საკითხებში კნუტ ვოლებეკთან შეხვედრის დროს აღნიშნა.
"ნეგატიური დამოკიდებულება ძალიან დიდი ხანი იყო და ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ეუთოს, რათა ამ ორგანიზაციას და მის წევრ ქვეყნები არ მოქცეულიყვნენ საქართველოს ხელისუფლების გავლენის ქვეშ. სამწუხაროდ ჩვენს მოწოდებებს არ მოუსმინეს. მიუხედავად ჩვენი მიმართვებისა, ეუთოს დამკვირვებლები ორგანიზაციის ხელმძღვანელობას აქ არსებულ ვითარებას არ აცნობდნენ", - აღნიშნა ჯიოევმა.
მისი თქმით, ევროსაბჭოს უმაღლესი კომისარის ადმიანის უფლების დაცვის საკითხებში თომას ჰამერბერგის მოხსნებაში ნათლად ჩანს, რომ 2008 წელის ოქტომბერში სამი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის გატაცებაში ქართველი ძალოვანი უწყებები იყვნენ ჩართულები და ამის შესახებ ეუთოს დამ,კვირვებლებმაც იცოდნენ.
"სამწუხაროდ ეს ფაქტი არასად საჯაროდ არ იყო გაჟღერებული", - აღნიშნა სეპარასტისტული ხელისუფლების წარმოამდგენელმა.