დღეს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობის საკითხებში კნუტ ვოლებეკი ჩავა.
ამის შესახებ ინფორმაციას "რესი" სეპარატისტების ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან ეუთოს მთავარი მრჩეველი კაუპო კიონდი და უფროსი ადმინისტრატორი საიმონ შორტი.
ვოლებეკი ცხინვალში სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს მურატ ჯიოევს, პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში რეჟიმის ლიდერის ე.წ. სპეციალურ წარმომადგენელს ბორის ჩოჩიევს და ე.წ. სახალხო დამცველს დავით სანაკოევს შეხვდება.
ასევე დაგეგმილია ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც.
ამასთან, ეუთოს წარმომადგენლები ცხინვალის დაათვალიერებენ, რის შემდეგაც ისინი ახალგორის ოკუპირებულ რაიონში გაემგზავრებიან.