აღმოსავლეთ უკრაინაში ქართველი მოხალისე ჯარისკაცი, "ქართული ლეგიონის" წევრი, დათო შარტავა დაიღუპა. ინფორმაციას ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სამწუხაროდ დღეს ბრძოლაში დაეცა ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი და მებრძოლი დათო შარტავა , ბოლო რამდენიმე თვე მივლენილი იყო ერთ ერთ ბრიგადაში , დათო ჯარისკაცის გარდა ჩემი მეგობარი იყო. უსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს... ცოდვაა როცა ვაჟკაცი უნდა გადიქცეს მიწადა", - წერს მამულაშვილი.
დათო შარტავა 2016 წლიდან იბრძოდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.