ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ნაჯახით დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ოჯახში კონფლიქტური სიტუაციის დროს ვითარების განსამუხტად სამართალდამცავები გამოიძახეს. ადგილზე მისულ პოლიციელებს სავარაუდო მოძალადე, 40 წლამდე მამაკაცი გაუძალიანდა და ერთ-ერთი მათგანი ნაჯახით დაჭრა.
40 წლამდე მამაკაცი უკვე დაკავებულია. პოლიციელი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც იუწყებიან, 112-ში დაკავებულის მშობლებმა დარეკეს, რადგან მათი შვილი აგრესიული იყო და ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებოდა.