დაგვინახეთ, დაინახოს ყველამ, ეს ჩვენ ვართ, საქართველო, ეს ჩვენ ვართ, სიყვარული, ეს ჩვენ ვართ მოთმინება და გეუბნებით, რომ ეს საქართველოა, - ამ სიტყვებით მიმართა ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მომღერალმა, გია გაჩეჩილაძემ.
მისი თქმით, ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც უნდა აწამონ, ჩეხონ, ესროლონ.
„ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც არ უნდა აწამონ, ჩეხონ, ესროლონ და იცით რატომ? ის არის უფალი და ვერ ხვდებიან ეს მანქურთები, რომ უფალს ვერ მოკლავ ვერა. ის ყოველთვის მკვდრეთით აღდგება და დადაბდეს ისეთ ადამიანებს, რომელიც ამ ენაზე ილაპარაკებენ, ამ ადგილას იცხოვრებენ და ღმერთი ეყვარებათ. დაგვინახეთ, დაინახოს ყველამ, ეს ჩვენ ვართ, საქართველო, ეს ჩვენ ვართ, სიყვარული, ეს ჩვენ ვართ მოთმინება და გეუბნებით, რომ ეს საქართველოა. ეს საქართველოა „მრავალჟამიერის“, „ჩაკრულოსი“, ეს საქართველოა „შენ ხარ ვენახის“ და ზუსტად ეს საქართველოა მარადიული“, - თქვა გაჩეჩილაძემ.
თბილისში, „ევროპის მოედანზე“ მოქალაქეთა შეკრება იმართება. შეკრების ორგანიზატორია მომღერალი გია გაჩეჩილაძე, რომელიც შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. შეკრების მონაწილეები მსვლელობით მივლენ საქართველოს საპატრიარქოსთან, რის შემდეგაც მსვლელობას „დედა ენის ბაღში“ დაასრულებენ.
როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, დღეს დაფუძნდება "ქართველი ხალხის მარადისობის დღე".