ციფრი, რომელიც დღეს გაჟღერდა - 673 გამომჟღავნება, ეს მატების ისეთი ნიშანია, რომელიც ჩვენგან ყურადღების გამახვილებას მოითხოვს -ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
"პირბადის გარეშე ნუ ივლით. გიგიენა, ხელის დამუშავება, აერაცია იმ სივრცის, სადაც თქვენ ღვაწობთ. ერთადერთი გზა ამ მდგომარეობიდან გამოსვლისა, არის ვაქცინაცია", - თქვა კახაძემ