აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში მოსკოვში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ბაღაფშის ვიზიტი სამუშაო ხასიათისაა.
"სერგეი ბაღაფში სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა, სადაც რუსეთის ფედერაციის სამინისტროებსა და უწყებებში შეხვედრებს გამართავს", _ იუწყება აფხაზური მხარე.