საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის პოტენციალის პოპულარიზაციას და ამ სექტორში კიდევ უფრო მეტი პლანტაციის გაშენებას.
"მიუხედავად იმისა, რომ კახეთისთვის ტრადიციული სექტორი არის მევენახეობა და ღვინის წარმოება, ეს პროექტი - ზეთისხილის პლანტაციები გახლავთ პირველი პროექტი საქართველოში, რომლითაც ზეთისხილის და ზეითუნის ზეთის წარმოების სექტორი ვითარდება, ორიენტირებულია ექსპორტზე, მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ზეთისხილის პლანტაცია და ზეითუნის ზეთის თანამედროვე საწარმო, სადაც 350-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, სახელმწიფოს თანადაფინანსებითა და კერძო ინვესტიციით გაშენდა.