შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთანი, რომლის მდგომარეობაც გუშინ, აცრის შემდეგ დამძიმდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.