27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტს ოჯახი ადასტურებს.
ახალგაზრდა მედიკოსს გული გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადრჩენა ვეღარ შეძლეს.
ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ დაუფიქსირდა. ექთანი გუშინვე გადმოიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.