აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინას სახელმწიფოს სხვა მეთაური სჭირდება.
ტრამპის შესაბამის განცხადებებს გამოცემა Clash Report ავრცელებს.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკის რუსეთთან ომის დასრულების „ბევრი, ძალიან ბევრი“ შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მან „გადაწყვიტა, ეს არ გაეკეთებინა“.
ტრამპის თქმით, ვაშინგტონმა უკრაინას უთხრა, რომ რუსეთთან მიმართებით ნებისმიერი მოქმედება შეეძლო, თუმცა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ უნდა განეხორციელებინა, რადგან ეს მსოფლიო პრობლემებს ქმნის.
„ჩვენ ვუთხარით: რუსეთთან მიმართებით შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რაც გსურთ, მაგრამ ნუ დაარტყამთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რადგან ეს მსოფლიო პრობლემას ქმნის. მას კი მთელი მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნა სურს. მას სურს, დიზელის საწვავის გამო პრობლემები შეუქმნას ჩვენს ფერმერებსა და მეცხოველეობის სექტორში დასაქმებულებს, რადგან რუსეთი მსოფლიო ბაზარს დიზელის საწვავის მნიშვნელოვან ნაწილს აწვდის. და რას აკეთებს ის? მიდის და ამ ობიექტებს უტევს“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მან გაიმეორა მოსაზრება, რომ უკრაინაში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.
„ვფიქრობ, დროა, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს. ვთავაზობ, რომ მათ ახალი ლიდერი ჰყავდეთ, რომელიც შეთანხმების მიღწევას შეძლებს. მას ხომ მრავალი შეთანხმების დადება შეეძლო, მაგრამ რატომღაც ამას არ აკეთებს“, - განაცხადა ტრამპმა.