დღეს, 17 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" (თამარ მეფის დარბაზი) გაიმართება საქართველოს ბიზნესასოციაციის და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი პრესკონფერენცია თემაზე - საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ბიზნესასოციაციის და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლების ჩართვის შესახებ.
პრესკონფერენციას ჩაატარებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი.