"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უკანონო მოსმენებზე გამოძიება მიმდინარეობს, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია და ძვლებში გადამტვრევა ეს - "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა.
"გამოძიება დაიწყო უკანონო მოსმენასთან დაკავშირებით - ეს არის პირველი პრინციპული საკითხი და მეორე პრინციპული საკითხი არის ის, რომ რაზეც საუბრობდა ოპოზიცია, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია.
ჩვენ გვახსოვს ძვლებში გადამტვრეული ადამიანები იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ვიღაცებს რაღაცებს აბრალებდნენ. ძვლებში ადამიანების გადამტვრევა ეს არის "ნაცმოძრაობის" ხელწერა.
რაც შეეხება ამ ჩანაწერებს, რაზეც ჰქონდა საუბარი ოპოზიციას, თმის ღერი არავის არ ჩამოვარდნია, რაზეც არის ძალიან მკაფიო ინფორმაცია გავრცელებული ყველასთვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.