არჩევნების შედეგების ჩანაცვლება პლებისციტით გარკვეული იურიდიული ნონსენსია, მაგრამ რეალურად, არ არის ულტიმატუმი, – განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ თემის კომენტირებისას.
ვოლსკის თქმით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ არის ულტიმატუმის შემცველი, უნდა იყოს განხილული.
„ამაზე ორი აზრი არ არსებობს. შეიძლება, მე ამ წუთში ძალიან ცუდად ვაფასებ პლებისციტის იდეას, ვინაიდან განმეორებით არჩევნებს ან რიგგარეშე არჩევნებს მაშინ შეიძლება ჰქონდეს საფუძველი, როდესაც სამართლებრივი დოკუმენტი არსებობს და ამას აქვს საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიის დასკვნის სახე. აქედან გამომდინარე, არჩევნების შედეგების ჩანაცვლება პლებისციტით გარკვეული იურიდიული ნონსენსია, მაგრამ რეალურად, არ არის ულტიმატუმი”, - თქვა ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ ადამიანები, ვინც გამოსავალს ეძებენ და უნდათ, თავი დაიხსნან იმ დიქტატისგან, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელა, რასაკვირველია, უნდა ისხდნენ პოლიტიკური მოლაპარაკების მაგიდასთან.