მეორე დღეა მთაწმინდის პარკი ფოლკლორულ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალში მონაწილეობენ ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლები საქართველოს ყველა რეგიონიდან, ასევე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
ფესტივალზე წარმოდგენილია ი ჩეჩნური ფოლკლორული ცეკვები;
ფესტივალი დაიწყო გრანდიუზული აღლუმით, სადაც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო;
ფესტივალის ფარგლებში მთაწმინდის პარკში ხალხური ხელნაკეთების გამოფენა გაიმართება;
30-31 ოქტომბერს მთაწმინდის პარკის ატრაქციონებზე 20% იანი ფასდაკლება მოქმედებს, მთაწმინდის პარკის ავტობუსები კი რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან პარკის მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.