"მოძრაობა საქართველოსთვის" ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად ორკვირიან ვადას აძლევს, მისი შესრულებლობის შემთხვევაში კი რუსთაველის გამზირის გადაკეტვას აანონებს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას მოძრაობის წარმომადგენელმა, ალიკა კუპრავამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას 3 მოთხოვნით მიმართავენ. ესენია: ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცესკოს ხელახლა დაკომპლექტება.
"ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებას ვაძლევთ 2-კვირიან ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა საქართველოსთვის უზრუნველყოფს იმას, რომ მთელი რუსთაველის გამზირი კარვებით იყოს გადაკეტილი. 2 კვირის თავზე, თუ სამივე ეს მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული საქართველოს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, ჩვენი მოძრაობა რუსთაველის გამზირს გადაკეტავს და პროტესტის მწვავე ფორმაზე გადავა", - განაცხადა კუპრავამ.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ რამდენიმე კარავია გაშლილი, რომელშიც ოპოზიციის მომხრეები იმყოფებიან.