ნიკა მელიამ თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა, მისივე თქმით, დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები – მიხეილ სააკაშვილები, ნიკაგვარამიები, გიგაბოკერიები, ნიკანორმელიები, ნინობურჯანაძეები, ნატოჩხეიძეები და ირაკლიოქრუაშვილები – ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ.
„დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა, დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები – მიხეილსააკაშვილები, ნიკაგვარამიები, გიგაბოკერიები, ნიკანორმელიები, ნინობურჯანაძეები, ნატოჩხეიძეები და ირაკლიოქრუაშვილები – ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ.
მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს, რომელმაც უზრუნველყო საკმაოდ რთული ოპერაციის სანიმუშოდ, ყოველგვარი ძალის გადამეტების გარეშე ჩატარება, სახელმწიფოს ღირსების დაცვა და კანონის აღსრულება.
რადიკალებისთვის პასუხის გაცემა, კანონის აღსრულება და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა არის ერთადერთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის დასრულებას და დემოკრატიული პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.