რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ერგნეთში გამართულ შეხვედრას მიესალმება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის განახლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების დონის ამაღლებას უწყობს ხელს _ ასე ეხმაურება ლავროვის უწყება ერგნეთში გუშინ გამართულ შეხვედრას.
"ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინციდენტებისა და პროვოკაციების პრევენციის საკითხში და ქართული მხრიდან მყარი უსაფრთხოების გარანტიების არქონის პირობებში რეგიონში დაძაბულობის მოხსნას უწყობს ხელს", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.