ხვალ, 17 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა. როგორც თსუ-ში აცხადებენ, გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, ცოდნის გაღრმავების მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოში პრაქტიკულ კურსებს გაივლიან.
მემორადუმის გაფორმების შემდეგ გიორგი პაპუაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - "საკონსტიტუციო სასამართლოს როლი მართლმსაჯულების სისტემაში".