46 წლის მამაკაცმა ჯერ ვენები გადაიჭრა შემდეგ კი გულში დანა ჩაირტყა.
თამაზ სონიაშვილის ცხედარი დღეს დილით მის საცხოვრებელ სახლში ოპოვეს. მეზობლები ყვებიან, რომ სონიაშვილი მარტო ცხოვრობდა.
იგი ხშირად სვამდა, რის გამოც დეპრესია ემართებოდა.
სონიაშვილი მეუღლესთან განქორწინებული იყო.
მეზობლები ყვებიან, რომ თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მათ სონიაშვილის ბინიდან უცნაური ხმები ესმოდათ.
ცხედარი ექსპერტიზისათვის თბილისის პროზექტურაში გადაასვენეს.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე კრიმინალისტები მუშაობენ.