დღეს ფეისბუქში მომწერა ერთმა გოგომ, ასულმა, არ მინდა კნინობითი ფორმით გამომივიდეს. შენ რანაირი ექიმი ხარო, პირბადის ტარებას მოგვიწოდებ და გვაძალებო, - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დიახ, ექიმთან რომ მოდიხარ, ექიმი იმას არ გეტყვის რაც შენ გესიამოვნება. ექიმი სწორ დიაგნოზს დაგისვამს, ზოგჯერ ნემსს გაგიკეთებს, ზოგჯერ ოპერაციას შემოგთავაზებს, იმისათვის, რომ ეს ოპერაცია შენ წინ დაგხვდეს სწორად გაკეთებული, რომ პრევენციულად, მერე გართულებაში არ ამოყო თავი და რეციდიულად, რამე თავს არ დამართო. ექიმს ფიცი აქვს დადებული "არა ავნო რა" პრინციპიდან გამომდინარე. შეიძლება ყოველთვის ვერ დაეხმაროს, მაგრამ არ უნდა ავნოს. ბატონო არჩილ, თქვენ რომ ბიურო დაამთავრეთ, შესანიშნავი ინერცია მომეცით, თქვენ მოუწოდეთ ბიუროს წევრებს, პირბადე ატარეთო რა, გთხოვთო... პირბადე იმიტომ, რომ ნებსით თუ უნებლიედ, შენ, ადამიანო, შენი თავიც დაიცვა და სხვა არ დააზიანო", - თქვა კახაძემ.