დღეს, 29 ოქტომბერს, მცხეთის კულტურის სახლში სტარტს აიღებს ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალი "მაჩაბელა".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ჯანდაცვის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, ფესტივალში, სხვადასხვა თეატრალური დასი მონაწილეობს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, ასევე, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს" ფილიალების - ეწერის დღის ცენტრისა და კოჯრის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისგან დაკომპლექტებული თეატრალური წრეები.
შეგახსენებთ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №339/ნ ბრძანებით ა/წლის 1 ნოემბრიდან სსიპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს" ეწოდება სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო".