თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში აზერბაიჯანის სამხატვრო აკადემიისა და თსსა-ს სტუდენტთა ნამუშევრების ერთობლივ გამოფენა - "ქართული მოტივები" გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება აზერბაიჯანელი და ქართველი სტუდენტების მიერ თბილისობაზე, სიღნაღსა და მცხეთაში შესარულებული ნამუშევრები.
როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, გამოფენა არის შედეგი ერთობლივი სტუდენტური გაცვლითი პროექტისა ორი ქვეყნის სამხატვრო აკადემიებს შორის.
შეგახსენებთ, რომ ბაქოელი სტუმრები თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის მოწვევით და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის ხელშეწყობით იმყოფებოდნენ თბილისში და ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ ქართველ სტუდენტებთან ერთად.
გამოფენა დღეს, , 29 ოქტომბერს, 13:00 საათზე, გაიხსნება.