რუსულ პრესაში აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების საკითხის ირგვლივ აფხაზეთზე დიდი ზეწოლა მიმდინარეობს. განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა სოხუმში გამართულ პირველ გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების გადაწყვეტის დროს კანონიერების უზრუნველყოფის საკითხებს ეხებოდა.
"ეს დიდი ზეწოლა ამ პრობლემის გადაწყვეტას ვერ წაადგება. ჩვენ ყველა ამ სტატიას იგივე ტონალობაში ვუპასუხებთ, არავის, რომ არ ეწყინოს. თუ პრობლემის გადაჭრა გვინდა გადავწყვიტოთ და არ არის საჭირო ახლა იმის ძიება ვინაა მართალი და ვინ მტყუანი. პროვოკაციული სტატიებით პრობლემა არ გადაწყდება", _ განაცხადა სხდომაზე სერგეი ბაღაფშმა.
აღნიშნულ სხდომაში აფხაზური მხრიდან ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი მონაწილეობდა, რუსული მხრიდან კი ე.წ. რუსეთის ელჩი აფხაზეთში სემიონ გრიგორივი და რუსეთის გენპროკურატურის წარმომადგენლები.