მოსკოვის ახლადარჩეული მერი სერგეი სობიანინი, როგორც ჩანს მოსკოვის ექს-მერის იური ლუჟკოვის ოს სეპარატისტებთან მეგობრობის გზას აგრძელებს. კერძოდ, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის მერმა სობიანინმა მოსკოვის საქალაქო დუმაში შეიტანა კანონპროექტი " მოსკოვის საკუთრებაში არსებული რიგი ობიექტების სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ".
მათივე ინფორმაციით, საუბარი მიდის მოსკოვის სახსრებით აშენებულ მიკრორაიონ "მოსკოვსკის" ობიექტებზე.
"კერძოდ, აღნიშნული ეხება, რვა მრავალბინიან სახლს, ასევე 189 მცირე სახლს, რომელთაგან თითოეულის ფართი დაახლოებით 200 კვ. მ-ია", _ იუწყება რუსული მედია.