სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის შს მინისტრი რაშიდ ნურგალიევი ჩავიდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით გაგრაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში, აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი ლეონიდ დზაფშბა და რუსეთის შს მინისტრი რაშიდ ნურგალიევი ესწრებოდნენ.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ ნურგალიევის ვიზიტი ოფიციალურია და იგი აფხაზეთში სერგეი ბაღაფშმა დაპატიჟა.
"აღნიშნული შეხვედრის შემდეგ უკვე გაფართოებული შეხვედრა გაიმარტა, რომელშიც რუსეთის, აფხაზეთის, კრასნოდარის მხარისა და სოჭის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ", _ იუწყება აფხაზური მხარე.