იტალია ევროკავშირს საკუთარი შეიარაღებული ძალების შექმნას სთავაზობს. ეს განცხადება იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრადკო ფრატტინიმ გააკეთა და დასძინა, რომ ეს იქნება "ლოგიკური გაგრძელება" ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ.
რომის აზრით, ქვეყნების სამხედრო ძალების გაერთიანება შენგენის ან ევროზონის ანალოგიის მიხედვით უნდა მოხდეს, პერსპექტივაში კი ეს ევროკავშირის შიგნით უსაფრთხოებას გაამყარებს. აღსანიშნავია, რომ უფრო ადრე ექვსი ქვეყნის ბაზაზე ელიტური შეიარაღებული ძალების შექმნის იდეა საფრანგეთმა წამოაყენა.
"ახალი ევროპის შექმნის" წინ, რაც ხუთშაბათს ლისაბონის ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ, ევროკავშირის საგანგებო სხდომაზე შედგება, ჩნდება ახალი იდეები, რომლებიც ევროკავშირის "მოდერნიზაციას" ეხება. ადრე გადაწყვეტილი იყო, რომ ევროკავშირს ეყოლებოდა ახალი პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი. Aხლა კი იტალია ერთიანი ევროპული შეიარაღებული ძალების შექმნის იდეით გამოდის.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრატტინი "THE TIMES"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ლისაბონის ხელშეკრულებაში არის პუნქტი რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში თუკი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას ერთმანეთთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა მოესურვება ეს "სადაგმობი არ არის". ადრე მსგავსი პრაქტიკა გამოყენებოდა ევროს შემოღებისა და შენგენის ზონის შემქნის დროს. Aხლა კი ეს პრინციპები შესაძლოა გამოყენებული იქნეს "საერთო ევროპული თავდაცვისათვის".
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის საერთო ევროპული არმიის შექმის იდეის მოტივად ასევე იმას ასახელებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ავღანეთში სამხედრო ოპერაციისათვის სამხედრო დახმარებას ცალ ცალკე სთხოვს პოლონეთის, იტალიის ან დიდი ბრიტანეთის ხელძღვანელობას.
"დავუშვათ მას 30 თვითმფრინავი დასჭირდა, იგი მიმართავს ევროპულ არმიას მზად არის თუ არა ის მას ეხ 30 თვითმფრინავი გამოუყოს",_ აცხადებს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები