ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებას ახალგორის რაიონიდან ეთნიკური ოსების იძულებით გაყვანაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ნათქვამია ოსი სეპარატისტების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მურატ ჯიოევის განცხადებაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ფრანგი ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ ქართულმა მხარე საკუთარი ბრალეულობა აღიაროს და იურიდიული პასუხისმგებლობა აიღოს ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღიარებაზე, ოკუპაციაზე ლაპარაკობს.
"სამწუხაროდ დასავლეთი ქვეყნების ბერი პოლიტიკოსი საქართველოს ხელისუფლებას მხარს უჭერს, ეს კი "რეგიონში სტაბილურობას და უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს", - აცხადებს ჯიოევი.
ამასთან, სეპარატისტების წარმომადგენლები 2008 წელის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებული ახალგორის რაიონიდან ეთნიკური ოსების გასვლას საქართველოს ხელისუფლებას აბრალებს და აღნიშნავს, რომ "ახალგორიდან ოსებს გასვლა საქართველოს ხელისუფლებამ აიძულა".
"ეს არის სააკაშვილის და მისი გუნდის ბრალი. ჩვენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზეც განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ახალგორის რაიონში დევნილები საკუთარ სახლებში დავაბრუნოთ", - ამტკიცებს ჯიოევი.