ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეზოში, აფხაზეთიდან დევნილი 40 წლის ნანა ფიფია თავის დაწვას შეეცადა.
დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მას სავარაუდოდ სხეულის 30%-ზე მეტი აქვს დამწვარი და სხეულის მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს' "კონსერვატორმა" ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა.
ფიფიამ ეზოში ნავთი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. იგი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული და შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.
როგორც დამწვრობის ცენტრის ექიმები აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, ფიფია სამინისტროს წინ მოშიმშილე დევნილებს დღეს შეუერთდა.
დევნილები სამინისტროს თბილისის ნებისმიერ უბანში საცხოვრებელი ფართის გამოყოფას სთხოვენ.
სამინისტრო მათ სახლებს რეგიონებში სთავაზობს, რასაც დევნილები აპროტესტებენ.