დღეს სოხუმში გამთენიისას აფეთქება მოხდა.
ამის შესახებ "აპსნიპრესი" აფხაზეთის სეპარარისტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტის მოადგილის რამინ გაბლიაზე დაყრდნობით იუწყება.
მისი თქმით, აფეთქება სოხუმში, ინალ-იფას ქუჩის #16-ში მდებარე სახლის ეზოში დილის 04:20 საათზე ავტომობილზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
სეპარატისტების ე.წ. სამართალდამცველების ინფორმაციით, ავტომანქანა 1987 წელს დაბადებულ კირა ზეკირ-ოღლის ეკუთვნის.
აფეთქების შედეგად, ავტომობილი დაზიანდა. ფაქტზე აფხაზმა ძალოვნებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. გამოძიებას სოხუმის დე-ფაქტო შს განყოფილება აწარმოებს.