სოციალურ ქსელ "ოდნიკლასნიკებში" დარეგისტრირებული ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი მიიჩნევს, რომ მისი ამ და არა მხოლოდ ამ სოციალურ ქსელში დარეგისტრირება და ხალხთან ამ ფორმით ურთიერთობა მოწმობს, რომ მას "ხალხის წიაღი" არასოდეს დაუტოვებია და თანამდებობა "თავში არ ავარდნია". მეტიც, კოკოითი თავს "ხალხის მსახურად" მიიჩნევს.
"მე ხშირად მეუბნებიან, რომ ხალხის წიაღიდან გამოვედი. მე არასოდეს გამოვსულვარ ხალხის წიაღიდან არც ვაპირებ გამოსვლას. გამოვედი ხომ ხალხის წიაღიდან და სად წავედი? რა თქმა უნდა არის ხალხი, რომლებსაც თანამდებობა თავში აუვარდათ და მათ ხალხზე მაღლა დაიწყეს თავიანთი თავის დატოვება. ეს არასწორია. ხალხზე მაღლა მდგომად თავს არ მივიჩნევ - მე ხალხის მსახური ვარ", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი.
მისივე თქმით, სხვა და სხვა სოციალურ ქსელში დარეგისტრირება მას საშუალებას აძლევს სხვა და სხვა ასაკისა და თაობების ადამიანებთან ურთიერთობებისა და ასევე ჩინოვნიკების კონტროლის საშუალებას აძლევს.
"პარასკევს ისინი მეუბნებიან, რომ დავალება შეასრულეს, ორშაბათს კი მე მათ ვეუბნები, რომ დავალება შესრულებული არ არის. მათ უკვირთ საიდან ვიცი ეს ყველაფერი. კიდევ კარგი სამხრეთ ოსეთში არის ინტერნეტი. მართალია იგი აქ ჯერ ძალიან კარგად არ მუშაობს, მაგრამ მალე რუსი სპეციალისტების დახმარებით, ჩვენ გვექნება სწრაფი და უწყვეტი ინტერნეტი", _ აცხადებს კოკოითი და დასძენს, რომ მრავალი თავისი თანამშრომელი მან სწორედ "ოდნოკლასნიკებით" აღმოაჩინა.
"მე მათ ველაპარაკე, მომეწონნენ და მოვიწვიე. ბევრ სოციალურ ქსელში ვარ რეგისტრირებული და ბევრ ადამიანს ვეკონტაქტები. ამასთან ერთად მე ყოველთვის ჩემი სახელით ვრეგისტრირდები და არ ვიმალები. მრავალი ცდილობს გამაბრაზოს, მე ამას მივეჩვიე და აბსოლუტურად მშვიდი ვარ", _ აცხადებს ედუარდ კოკოითი.