რუსეთი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს, - აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი.
"ჩვენ ბრალს გვდებენ იმაში, რომ ჩვენ პრორუსული პოზიცია გვაქვს. ამაზე ჩვენ ვაცხადებთ: რუსეთი იყო და იქნება ჩვენი მთავარო სტრატეგიული პარტნიორი, ეს ჩვენი წინაპრების არჩევანი იყო", _ აცხადებს კოკოითი და "მათ, გასაგონად ვისაც", მისი თქმით, "შურს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ურთიერთობები" აცხადებს.
"ვიდრე ამ რეგიონში გავლენაზე ექნებათ პრეტენზია, უმჯობესია გააკეთონ იმდენივე სიკეთე კავკასიაში მაცხოვრებელი ხალხებისათვის რამდენიც რუსეთმა გააკეთა", _ აცხადებს კოკოითი.
მასალის გამოყენების პირობები