მიუხედავად იმისა, რაც საქართველომ ოსებს გაუკეთა, ჩვენ მაინც არ ვართ განაწყენებულნი ქართველებზე და ჩვენს მომავალ ურთიერთობებს კეთილმეზობლობაში ვხედავ, _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი.
"ჩვენ მივმართეთ კიდეც ქართველ ხალხს მაშინ, როდესაც მივხვდით, რომ საქართველოს არაადეკვატურ ხელმძღვანელობას - სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს ჩვენი ხალხების დაჯახება შეეძლო. ჩვენ მიმართავდით მათ და ურთიერთობის სხვა და სხვა ახალ ფორმებს ვთავაზობდით, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი მზად არ აღმოჩნდნენ მზად იმისათვის, რომ თავის ხელისუფლებაზე გავლენა მოეხდინათ. ამ მიმართებაში რა თქმა უნდა ქართველებსაც აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა", _ აცხადებს ედუარდ კოკოითი და აღნიშნავს, რომ რაც შეეხება მომავალ ურთიერთობებს კავკასიაში შუღლი კმარა!
"კავკასია გეოპოლიტიკური დაპირისპირების სარბიელი აღმოჩნდა - ყველას დომინანტის როლის დაკავება სურს. აშშ-ს ყველაზე დიდი შეცდომა კავკასიაში თავისი პოლიტიკის წარმოების დროს არის ის, რომ მათ არ სურს ანგარიში გაუწიოს ჩვენს მენტალიტეტს.
იპოვეს რა თავისთვის სააკაშვილის მსგავსი მარიონეტები, ისინი ცდილობენ მათი მეშვეობით გვიკარნახონ ჩვენ თავიანთი პირობები, მაგრამ კავკასიაში ბევრი ხალხია, რომლებიც ღირსნი არიან იმისა, რომ მათ მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს ანგარიში გაეწიოს.
მასალის გამოყენების პირობები