საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პერ ეკლუნდის შეფასებით, რუსულ რუკებში აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში შეტანა მისასალმებელია.
"მოგეხსენებათ ევროკავშირი მკაცრი მიდგომა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ნაწილი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კარგია, რომ რუსულ რუკაზეც ასეა ნაჩვნები", - აღნიშნა ეკლუნდმა.
შეგახსენებთ, რომ უმსხვილესი რუსული გამომცემლობის "ოლმა მედია გრუპი"-ის მიერ სასწავლო წლის დასაწყისისათვის ფართო გაყიდვაში გამოშვებულ იქნა "მსოფლიოს დიდი უნივერსალური ატლასის" დიდი ტირაჟი.
ატლასზე რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად გამოყოფილი არ არის და კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია დაფიქსირებული.
ატლასის რუკები შედგენილია და გამოცემისათვის გამზადებულია "ნაციონალური კარტოგრაფიული კორპორაციის" მიერ.