თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 3 ნოემბერს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გალა-კონცერტს ატარებს.
კონცერტში მონაწილეობენ ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი და მომღერლები: ირმა ბერძენიშვილი, სულხან გველესიანი, ირაკლი კახიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, მარიკა მაჩიტიძე, ელენა პუტილოვა, ირინე რატიანი, ინგა ჯახუტაშვილი.
კონცერტის პროგრამაშია ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ჯოაკინო როსინის, ჯუზეპე ვერდის, კამილ სენ-სანსის, ჯაკომო პუჩინის, პიეტრო მასკანის ნაწარმოებები.
გალა-კონცერტს წარუძღვება ცნობილი ბელარუსი დირიჟორი ვიაჩესლავ ბორტნოვსკი.
გალა-კონცერტი 3 ნოემბერს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (დავით აღმაშენებლის გამზ. #127) 19 საათზე გაიმართება.