რუსული არასამთავრობო ორგანიზაციები "ოლმა მედია გრუპი"-ის გამოცემულ ატლასში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს შემადგენლობაში შეტანას აპროტესტებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე რუსული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები "ოლმა მედია გრუპი"-ის შენობასთან დღეს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. აქციაზე ისინი ატლასის თავიდან გადაბეჭვდასა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" შეტანას მოითხოვენ.
საპროტესტო მიტინგ სახელწოდებით - "ის, რისი გაკეთებაც იარაღმა ვერ შეძლო, გეოგრაფიულმა რუკებმა გააკეთეს" ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ უმსხვილესი რუსული გამომცემლობის "ოლმა მედია გრუპი"-ის მიერ სასწავლო წლის დასაწყისისათვის ფართო გაყიდვაში გამოშვებულ იქნა "მსოფლიოს დიდი უნივერსალური ატლასის" დიდი ტირაჟი.
ატლასზე რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად გამოყოფილი არ არის და კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია დაფიქსირებული.
ატლასის რუკები შედგენილია და გამოცემისათვის გამზადებულია "ნაციონალური კარტოგრაფიული კორპორაციის" მიერ.