მიმდინარე წელს რუსეთმა სამხრეთ ოსეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარებისათვის 6,8 მილიარდი რუსული რუბლი გამოუყო. ეს განცხადება ცხინვალში დღეს გამართულ "მთავრობის სხდომაზე" ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრმა ვადიმ ბროვცევმა გააკეთა.
სეპარატისტთა ე.წ. მთავრობის სხდომა რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოციალ-ეკონომიკური პროგრამების განხორციელებაზე გამოყოფილი სახსრების გადანაწილების საკითხებს ეხებოდა.
"ჩვენ უნდა შევიმუშავოთ წინადადებები ჩვენის მხრიდან, რომლებსაც რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობათაშორისი კომისია განიხილავს. სხდომა უახლოეს მომავალში ცხინვალში გაიმართება", _ განაცხადა ბროვცევმა.