ს. ჩანბას სახელობის დრამატულმა თეატრმა სეპარატისტული აფხაზეთიდან პირველად 17 წლის განმავლობაში მოსკოვში სპექტაკლები გამართა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, მოსკოვში ნაჩვენებია ორი ერთმოქმედებიანი სპექტაკლი - ფაზილ ისკანდერის "მახაზ"-ი და მიხაილ ბგაჟბას "გუარაფსკი პისარ"-ი.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ მაყურებელთა შორის იყვნენ არა მხოლოდ მოსკოვის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები არამედ მოსკოველებიც. სპექტაკლები სინქრონული Yთარგმანით მიმდინარეობდა.
მათივე ინფორმაციით, სპექტაკლს ესწრებოდნენ აფხაზეთის ე.წ. ელჩი რუსეთში იგორ ახბა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეოთხე დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსეი პავლოვსკი და მოსკოვის მერიის წარმომადგენლები.