ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანული პარტნიორი BioNTech-ის ვაქცინა უსაფრთხოების მაღალ სტანდარდებს აკმაყოფილებს. განაცხადა დიდი ბრიტანეთის სამედიცინო და ჯანდაცვის პროდუცეტები მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA).
Covid-19-ის ვაქცინის რისკებისა და ეფექტიანობის შეფასების ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარემ, პროფესომა მუნირ პირმოჰამედმა განაცხადა, რომ კლინიკური ცდების დროს, ვაქცინის გვერდითი მოვლენები "ძალიან მსუბუქი იყო და მხოლოდ ერთი დღე გრძელდებოდა".
მისი თქმით, ვაქცინა ეფექტური იქნება მეორე დოზის მიღებიდან შვიდი დღის განმავლობაში, მაგრამ გარკვეულ დაცვით მექანიზმებს ის 12 დღის განმავლობაში გამოიმუშავებს.
"კარგი ამბავია, ჩვენ გვაქვს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა", - განაცხადა პროფესომა ვეი შენ ლიმ, რომელიც ვაქცინაციისა და იმუზაციის გაერთანებული კომიტეტის თავმჯდომარეა.
მისი განცხადებით, ვაქცინის პირველ დოზებს მიიღებენ რისკ-ჯგუფებშ შემავალი ადამიანები, სამედიცინო პერსონალი და მზრუნველობითი სახლების ბენეფიციარები.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა დაამტკიცა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთში მოელიან, რომ მოსახლეობის ვაქცინაცია უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება.
დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა ფარმაცევტულ გიგანტებს ვაქცინის 40 მლნ დოზა, რაც 20 მლნ მოქალაქისთვის არის საკმარისი. უპირველესად რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები აიცრებიან.
შეგახსენებთ, Pfizer-მა და BioNTech-მა მათ მიერ შემუშავებული ვაქცინის დამტკიცების თხოვნით ევროპის სამედიცინო სააგენტოსაც (EMA) მიმართეს.
მანამდე ამ კომპანიებმა ვაქცინის დამტკიცების მოთხოვნა წარადგინეს აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციაში (FDA). ფედერალური უწყების დამოუკიდებელი ექსპერტები კლინიკური კვლევების შედეგების განსახილველად 10 დეკემბერს შეიკრიბებიან.
დადებითი პასუხის შემთხვევაში, ადმინისტრაცია და ინფრასტრუქტურა უკვე მომზადებულია იმისთვის, რომ ვაქცინის დამტკიცება და შემდეგ მისი დისტრიბუცია რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდეს. ვარაუდობენ, რომ ამერიკაში ვაქცინა უკვე 25 დეკემბრამდე იქნება ხელმისაწვდომი.
18 ნოემბერს Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ მათ მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა. გავრცელებული ინფორმაციით, 65 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებში ვაქცინის ეფექტურობამ 94%-იან ნიშნულს გადააჭარბა.
ორი დღით ადრე (16 ნოემბერს), გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Moderna-ს ვაქცინამ 94.5%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
Pfizer-ისა და BioNTech-ის მსგავსად, Moderna-მაც წარადგინა ვაქცინის დამტკიცების მოთხოვნა აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციასა და ევროპის სამედიცინო სააგენტოში.