ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Pfizer-ის განცხადებით, ვაქცინამ, რომელზედაც გერმანულ კორპორაცია BioNTech-თან ერთად მუშაობს, 95%-იანი შედეგები აჩვენა.
ფარმაცევტული კორპორაცია ირწმუნება, რომ ვაქცინას არ აქვს სერიოზული გვერდითი მოვლენები და ეს შედეგები კლინიკური კვლევების ბოლო ეტაპზეა მიღებული.
გასულ კვირას ამ კომპანიებმა განაცხადეს, რომ წინასწარი მონაცემებით, ვაქცინა 90%-ით ეფექტური იყო.
კლინიკურ გამოცდაში 43 000-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. საერთო ჯამში კორონავირუსი 170 მოხალისეს გამოუვლინდა, საიდანაც 162-ს პლაცებო ჰქონდა მიღებული, ხოლო 6 მოხალისეს კი - ვაქცინა.
გავრცელებული ინფორმაციით, 65 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებში ვაქცინის ეფექტურობამ 94%-იან ნიშნულს გადააჭარბა.
როგორც იუწყებიან იმ მოხალისეთა შორის, რომელთაც ვაქცინა შეუყვანეს, გვერდითი მოვლენების სახით მხოლოდ ძლიერი დაღლილობის შეგრძნება (3.8%) და თავის ტკივილი (2%) დაფიქსირდა.
ფარმაცევტული კორპორაციების განცხადებით, ვაქცინას უახლოეს დღეებში დასამტკიცებლად შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) წარუდგნენ დასამტკიცებლად.
ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Moderna-ს ვაქცინამ 94.5%-იანი ეფექტურობა აჩვენა.