გერმანული და ამერიკული ფარმაცევტული გიგანტების, Pfizer-ისა და BioNTech-ის თანამშრომლობა კორონავირუსის ვაქცინის შემუშავების კონტექსში წარმატებულად მიმდინარეობს.
კომპანიების ერთობლივი განცხადების მიხედვით, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
ვაქცინის ეფექტურობის კვლევაში, შეერთებული შტატებიდან და კიდევ 5 სხვა ქვეყნიდან, სულ 44 000 ადამიანი მონაწილეობს.
ფარმაცევტული კომპანიების განცხადებით, ამ დროისთვის არანაირ გართულებას არ მოელიან და იმედოვნებენ, რომ თვის ბოლოსთვის უკვე მიიღებენ ნებართვას, ვაქცინის საგანგებო ვითარებაში გამოყენებისთვის.
"დღეს დიდი დღეა მეცნიერებისა და კაცობრიობისთვის", - აღნიშნა Pfizer- ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ.
ფარმაცევტული გიგანტები 2020 წლის ბოლოსთვის პარტნიორი ქვეყნებისთვის 100 მილიონი დოზის მიწოდებას გეგმავს, ხოლო 2021 წლიდან 1.3 მლრდ დოზის მიწოდებას.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო ამ კომპანიებმა აპრილში დაიწყეს.