დღეს 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ქართული ოცნების ყოვლად გაუმართლებელ და ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდნენ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პაპუნა ჯანელიძე, სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ქართული ოცნების ყოვლად გაუმართლებელ და ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდნენ. მიუხედავად ქართული ოცნების მძიმე რეპრესიებისა, არ გატყდნენ და აგრძელებენ ბრძოლას ციხიდან თუ რუსთაველიდან. ისინი არიან ჩვენი დროის გმირები და მადლობა მათ ამ ბრძოლისთვის.
ამ პერიოდმა კარგად აჩვენა დანარჩენ საზოგადოებას, რომ 2 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილებით ქვეყანა მხოლოდ დაზარალდა. საქართველო არის მოწყვლადი როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეების წინაშე. დარჩენილია უკომპასოდ და გაუგებარია საით მივდივართ, რა ქვეყანას ვაშენებთ, რა ღირებულებებს ვიცავთ და რას ვუტოვებთ მომავალ თაობას.
ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლა მარადიულია და იგი ყოველთვის გაიმარჯვებს!" - წერს პაპუნა ჯანელიძე.
პაპუნა ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2015-2018 წლებში იკავებდა.