14 აპრილს საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს, საქართველოს მოსახლეობა ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების წინააღმდეგ გამოვიდა. ამ დღეს, რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 ათასი ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში კომუნისტურმა მთავრობამ უკან დაიხია.
მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეეები საბჭოთა ხელისუფლებისგან დაჟინებით ითხოვდნენ, უკან წაეღო თავისი განზრახვა ქართული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. საბჭოთა მთავრობა იძულებული გახდა საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.
მოქალაქეებს დედაენის დღე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა.
"გილოცავთ დედაენის დღეს. ჩვენი არაჩვეულებრივი დედაენა არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს და რაც კიდევ ძალიან დიდხანს იქნება ჩვენი ძალა და ენერგია", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოიალურ ქსელში.