უკრაინელი პილოტები საფრანგეთში F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვის საბაზისო სწავლებას გადიან. იუწყება BFM TV
მედიის ცნობით, საფრანგეთი ჯერ არ მიაწვდის უკრაინას გამანადგურებლებს, მაგრამ უკვე მონაწილეობს უკრაინის გენშტაბის მიერ შერჩეული ათი უკრაინელი მფრინავის წვრთნაში. ისინი 20-დან 22 წლამდე არიან, მათგან ექვსი ჯერ კიდევ გადის მზადებას დიდ ბრიტანეთში.
დანარჩენ ოთხ უკრაინელ პილოტს აქვს სამოქალაქო ან სასწავლო თვითფრინავების მართვის გამოცდილება.
ისინი ამჟამად სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში მდებარე ავიაბაზაზე იმყოფებიან, სადაც F-16-ზე საჰაერო ბრძოლაში ვარჯიშობენ.
მედია აღნიშნავს, რომ უკრაინელი ავიატორები წვრთნას ისევე გაივლიან, როგორც ფრანგები, თუმცა ორჯერ უფრო დაჩქარებულად.