იმ ვითარებაში, როდესაც მეზობლებმა აგრესიის გამოვლენა დაიწყეს, ევროპამ უნდა შექმნას საიმედო თავდაცვის კონცეფცია. ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სორბონის უნივერსიტეტში გამოსვლისას გააკეთა.
”ეს არის ის, რაც ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ და ეს არის ახალი პარადიგმა თავდაცვის სფეროში. ევროპას უნდა შეეძლოს დაიცვას ის, რაც მისთვის ძვირფასია, მოკავშირეებთან ერთად და მათ გარეშეც.
როდესაც ჩვენ გვყავს აგრესიული მეზობელი, (...), რომელსაც აქვს ბალისტიკური შესაძლებლობები, ამ მიმართულებით დანერგა მრავალი ინოვაცია ბოლო წლებში (...), რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი და აჩვენა თავისი შესაძლებლობები, ცხადი ხდება, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სტრატეგიული კონცეფცია საიმედო ევროპული თავდაცვისთვის“, - განაცხადა მაკრონმა.
ემანუელ მაკრონმა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომს უწოდა „ევროპის უსაფრთხოებისთვის მთავარი საფრთხე. „ძლიერი ევროპა არის ის ევროპა, რომელიც უზრუნველყოფს თავის უსაფრთხოებას, რომელიც აღიარებს, რომ აქვს საზღვრები და იცავს მათ. ეს არის ევროპა, რომელიც ხედავს მის წინაშე არსებულ რისკებს და ემზადება მისთვის", - განაცხადა მაკრონმა.