ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 236 კი დაშავდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ქასიმ მაჯალივამ განაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგად 10 000-ზე მეტი სახლი დაზიანდა, 200 000-ზე მეტი ადამიანი კი დაზარალდა.
მისივე თქმით, ძლიერმა წვიმამ, რომელსაც თან ახლდა ძლიერი ქარი, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში სავალალო შედეგები გამოიწვია. დაიღუპნენ ადამიანები, დაზიანდა სახლები დარკინიგზა.
წყალდიდობა იყო კენიაშიც, რის შედეგადაც, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა.
კენიაში ძლიერი წვიმები მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო, მაგრამ წვიმები გაძლიერდა გასული კვირის განმავლობაში, რამაც გამოიწვია მასშტაბური წყალდიდობა.