2011 წლის აგვისტომდე ე.წ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის პასპორტიზაციის პროცესი უნდა დასრულდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ცხინვალის ე.წ. საპასპორტო მაგიდის ხელმძღვანელი სოსლან ჯიგკაევი აცხადებს, რომ "ახალი პასპორტის მიღება სამხრეთ ოსეთის ყველა მოქალაქისათვის სავალდებულოა".
"მას შემდეგ რაც პასპორტების ახალ ნიმუშებს შემოიტანენ დაველოდებით მანამ ამ ახალ დოკუმენტს მთავრობაში დაამტკიცებენ. ახალ პასპორტებს შორის იქნება სამოქალაქო შიდა და გარე და დიპლომატიური პასპორტები", _ აცხადეს ჯიგკაევი.