ოსმა სეპარატისტებმა საქართველოსა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე სამი ახალი საგუშაგო განალაგეს და კიდევ ორის გახსნას უახლოეს მომავალში აპირებენ.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის სამხრეთ საზღვარზე დღეს პირველად გაიხსნა სამი სადამკვირვებლო საგუშაგოს საინჟინრო ნაგებობა სახელწოდებით "იუჟნი ვალ". ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე. წ. თავდაცვის მინისტრის, ვალერი იახოვეცის განცხადებით, "იუჟნი ვალი" სამხრეთიდან (საქართველოდან) ცხინვალის რაიონის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკისა და ქვეითად მოსიარულეების შესვლის შესაძლებლობას ხურავს.
მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კიდევ ორი ასეთი საგუშაგოს გაკეთება იგეგმება.